რატომ ვერ ხედავენ ჩვენი მეგობრები ფეისბუქზე ჩვენს პოსტებს?

+ -
+1
რატომ ვერ ხედავენ ჩვენი მეგობრები ფეისბუქზე ჩვენს პოსტებს?

რატომ ვერ ხედავენ ჩვენი მეგობრები ფეისბუქზე ჩვენს პოსტებს?

ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბოლო დროს ფეისბუქზე ერთი და იგივე ადამიანების სიახლეებს ხედავთ. თქვენს ახალ პოსტებს და ფოტოებსაც ერთი და იგივე ხალხი აკომენტარებს, დანარჩენები თითქოს გაიგნორებენ. ნუ ღელავთ, ყველას უყვარხართ და არავინ ფიქრობს თქვენს დაბლოკვას. პრობლემა იმაშია, რომ თქვენი ფბ მეგობრების დიდი ნაწილი უბრალოდ, ვერ ხედავს, რა განათავსეთ თქვენს კედელზე. და აი რატომ: ე.წ. “ახალი ფეისბუქი” ისეა მოწყობილი, რომ თქვენ გხედავენ მხოლოდ ისინი, ვისთანაც რაიმე სახის კონტაქტი გქონდათ ბოლო 2 კვირის განმავლობაში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვისაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში არ დაუკომენტირებია თქვენი პოსტი, ან ფოტო, მათთვის თქვენ ხართ უჩინარი, ისინი კი თქვენთვის.

როგორ უნდა გამოსწორდეს ეს?

მთავარი გვერდის ზედა მარცხენა კუთხეში, თქვენი პროფილის ფოტოს ქვეშ, დააჭირეთ ისარს : news feed (Лента новостей) -ის გასწვრივ. ჩამოშლილ მენიუში აირჩიეთ most recent ( Последние) , ნაცვლად top stories (Популярные новости).

რატომ ვერ ხედავენ ჩვენი მეგობრები ფეისბუქზე ჩვენს პოსტებს?


სასიამოვნო სიახლე : ახლა თქვენ ხედავთ ყველაფერს, რასაც თქვენი მეგობრები წერენ.

არასასიამოვნო სიახლე: თქვენ ისევ უჩინარი ხართ თქვენი მეგობრების დიდი ნაწილისთვის, რადგან მათ ჯერ არ გაუკეთებიათ ის, რაც თქვენ ახლახან გააკეთეთ. გაუგზევნეთ ეს ინფორმაცია თქვენს მეგობრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ხშირად არ ეკონტაქტებით , რათა მათაც შეცვალონ და შეაცვლევინონ თავის მეგობრებს აღნიშნული პარამეტრები.

Похожие новости

Комментариев 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.