» » ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა




ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა

ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერის ინსტრუქცია:


შევდივართ amazon.com-ზე


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


შავი ისრით მითითებულია Address bar – ი, სადაც უნდა ჩაიწეროს amazon.com. ამაზონის ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ უნდა დააკლიკოთ წითელი ისრით მითითებულ start here – ს (ხოლო თუ თქვენ უკვე ხართ ამაზონზე დარეგისტირებული გამოიყენეთ შავი ისრის ქვემოთ მდებარე ბმული Sign in).

ამაზონზე დარეგისტრირება


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


ზემოთ მითითებული ინსტრუქციის შემდეგ გაიხსნება ისეთივე ფანჯარა, როგორიც სურათზეა ნაჩვენები.

> მონიშნეთ გრაფა No, I am a new customer;

> შეიყვანეთ ელ-ფოსტა My e-mail address is - ის გასწვრივ მდებარე გრაფაში;

> დააკლიკეთ შავი ისრით მითითებულ ღილაკს Sign in using our secure server.

პირადი მონაცემების შეყვანა


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


აქ უკვე ყველაფერი სურათით არის ნათქვამი: შეგყავთ თქვენი სახელი (ან სახელი გვარი), ელ-ფოსტა ავტომატურად გადმოაქვს, უბრალოდ შემდეგ გრაფაში უნდა დაადასტუროთ ის (ანუ უნდა ჩაწეროთ იგივე ელ-ფოსტა), შემდეგ არის ტელეფონის ნომერი, რომლის ჩაწერაც აუცილებელი არ არის და შემდეგ შეგყავთ სასურველი პაროლი. ამ ყველაფრის შემდეგ კი უნდა დააკლიკოთ Create account ღილაკს.

ამაზონზე სასურველი ნივთის მოძიება


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


რეგისტრაცია დასრულებულია და თქვენ უკვე შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ amazon.com – ით (როგორც პირველივე პუნქტში დავწერე სისტემაში შესვლა ხდება Address bar – ის ქვემოთ მდებარე ბმულის Sign in – ის გამოყენებით). შავი ისრით მითითებულია ის ველი სადაც შეგიძლიათ ჩაწეროთ სასურველი ნივთი, ან მისი მახასიათებელი და უფრო ადვილად მოძებნოთ ის, ასევე შეგიძიათ მოძებნოთ ნივთები კატეგორიების მიხედვით. როდესაც სასურველ ნივთს იპოვნით დააკლიკეთ მის ბმულს.

შერჩეული ნივთის დამატება კალათაში


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


როდესაც გახსნით სასურველ ნივთს და გაეცნობით მის მახასიათებლებს, თუ მისაღები იქნება ის თქვენთვის გამოიყენეთ ისრით მითითებული ღილაკი Add to Cart. სასურველი ნივთის კალათაში დამატების შემდეგ თქვენ კვლავ შეგიძლიათ განაგრძოთ სხვა ნივთების დამატება იმავე პრინციპით.

შერჩეული ნივთების გამოწერა


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


მას შემდეგ რაც მორჩებით სასურველი ნივთების შერჩევას, უნდა გამოიყენოთ ღილაკი Proceed to checkout. ეს ღილაკი გამოჩნდება ყოველი ახალი ნივთის დამატებისას. ასევე Proceed to checkout - ის ნახვა და გამოყენება შეგიძლიათ Cart – ზე დაკლიკებით, სადაც იქნება იმ ნივთების ჩამონათვალი, რომელიც თქვენ დაამატეთ Cart (კალათა) – ში.

პაროლის დადასტურება


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


ამის შემდეგ ამაზონი კვლავ ითხოვს პაროლის დადასტურებას. პაროლი შეგყავთ წითელი ისრით მითითებულ ველში, ხოლო შემდეგ დააკლიკეთ ღილაკს Sign in using our secure server.

მისამართის მითითება


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


უნდა მიუთითოთ მისამართი, სადაც გსურთ გაიგზავნოს თქვენი შეკვეთილი პროდუქცია. საქართველოში სამწუხაროდ არ არის ფოსტა მოწესრიგებული (ახლა თითქოს იხვეწება და ლაგდება სიტუაცია და დაველოდოთ რა იქნება) და ამიტომ აქტიურად ვიყენებთ გადამზიდ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ გვაძლევენ მისამართს და სწორედ აღნიშნულ მისამართებს ვიყენებთ ნივთების გამოსაწერად. ალბათ მიხვდით, რომ მოგიწევთ ერთ-ერთი გადამზიდი კომპანიის ვებ-გვერდზე დარეგისტირება და საზღვარგარეთ მისამართის მიღება (კერძოდ ამერიკაში). გადამზიდი კომპანიების ვებ-გვერდზე დარეგისტრირება და ამერიკული მისამართის მიღება უფასოა, თანხას კი იხდით გამოგზავნილი ნივთის წონის მიხედვით. საშუალოდ ფასი კილოგრამზე 8 $-ია, როდესაც გაივლით რეგისტრაციას გადამზიდი კომპანიის ვებ-გვერდზე, ამაზონისთვის საჭირო მისამართი (რომელიც ამაზონზე უნდა მიუთითოთ) გამოჩნდება თქვენს პროფილში ან მთავარ გვერდზე.

გამოგზავნის ვადა


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


ახლა კი დროა ავარჩიოთ გამოგზავნის ვადა, რაც უფრო მოკლე დროს შეარჩევთ შესაბამისად ძვირდება ღირებულება (გამოგზავნის (ტრანსპორტირების) დრო, იგივე Shipping – ი ფასიანია დააკვირდით მის ღირებულებას, ყველა ნივთს აწერია ფასი + Shipping – ის ღირებულება მაგრამ არის ისეთი ნივთებიც, რომლის ადგილამდე მიტანა უფასოა, ასეთ ნივთებს აწერიათ Free Shipping, რაც სწორედ უფასო ტრანსპორტირებას ნიშნავს).

გადახდის მეთოდის არჩევა


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


შემდეგ ვირჩევთ სასურველ გადახდის მეთოდს, რადგან თქვენ ამ სტატიას კითხულობთ სავარაუდოდ აპირებთ პლასტიკური ბარათის (სადებეტო ან საკრედიტო) გამოყენებას, ამიტომ ვირჩევთ Credit or Debit Card - ს, შემდეგ კი შეგვყავს ბარათის მონაცემები:

> Card number – ბარათის 16 ნიშნა ნომერი რომელიც მის წინა მხარეს არის დაწერილი;

> Name on card – ბარათის მფლობელის სახელი და გვარი;

> Expiration Date – ბარათის ვადის გასვლის თარიღი, რომელიც ასევე წინა მხარეს არის მითითებული (Expiration Date – ს ნაცვლად თქვენს ბარათს შეიძლება VALID THRU ეწეროს და იგივეა არ დაიბნეთ).

მონაცემების შეყვანის შემდეგ ვაკლიკებთ ღილაკზე Add your card და თუ ყველა ინფორმაცია სწორად შეიყვანეთ ბარათი დაემატება. ბარათის დამატების შემდეგ ნივთის გამოწერის გასაგრძელებლად ვაკლიკებთ ღილაკს Continue.

ნივთის გამოწერის დასრულება


ამაზონიდან (amazon.com) ნივთების გამოწერა


ამ ყველაფრის შემდეგ კვლავ გამოდის ფანჯარა, სადაც ყველა დეტალის შემოწმების საშუალება გვეძლევა, გადახედეთ ყურადღებით, რომ რაიმე შეცდომა არ გაგეპაროთ, ასევე შეხედეთ იმ ფასს რაც დაგიჯდებათ ნივთის ტრანსპორტირება ამერიკულ მისამართამდე - Order Total. თუ ყველაფერი რიგზეა მაშინ დააკლიკეთ ღილაკს Place your order.

სულ ეს იყო თქვენი შეკვეთა უკვე გზაშია.
წყარო: იშოვ

[back_link] ←   წინა სიახლე [/back_link]   |   [next_link] შემდეგი სიახლე   → [/next_link]

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.