+ -
+5
Google - Slideshow
ცნობილი საძიებო სისტემა გთავაზობთ სურათების ძებნის ახალ ფორმას.
თქვენს მიერ ჩაწერილ სიტყვაზე სურათები წარმოდგენილი იქნება სლაიდშოუს სახით. რაც ძიებას უფრო სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის. წარმატებულ ძიებას გისურვებთ.
+ -
+7
ძებნა კატეგორიებად
ძალიან საინტერესო საძიებო სისტემაა, ჯერ ბეტა ვერსიაა და ქართულ საიტებს ვერ ალაგებს კატეგორიებად.მაგალითისათვის ჩავწერ Tbilisi და ამომიგდო Georgia Travel Hotel City ამ კატეგორიებში შეგიძლიათ გააგრძელოთ ძებნა. ვფიქრობ სასარგებლო საიტია და ყველას გამოგვადგება.
+ -
0
მსგავსი ფოტოები
ასეთი საიტი ერთხელ გაგიზიარეთ,მაგრამ სამწუხაროდ გაითიშა.ახლა გაგაცნობთ ანალოგიურ მაგრამ უფრო დახვეწილ და ცნობილ საიტს. მიუთითებთ რაიმე ფოტოს ლინკს ან კომპიუტერიდან ატვირთავთ და სისტემა ამოგიყრით უამრავ მსგავს ფოტოს. რამოდენიმე ხნის წინ ეს სერვისი google მაც გაუშვა მაგრამ გათიშა.მართალია ასეთი საიტი იშვიათად თუ გამოგვადგება,მაგრამ მაინც ვფიქრობ საინტერესო საძიებო სისტემაა და იყო.
+ -
+29
პიროვნების ძებნა
საძიებო სისტემა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ პიროვნებების ძიებაზე. იყენებს ცნობილ სოციალურ ქსელება და ვებ აპლიკაციებს. თუმცა ქართული ბაზა დიდი არა აქვს,მაინც გადავწყვიტე თქვენთვის გამეცნო. თავისი კარგი ტეტალიზების გამო. ბევრ რამეს გაიგებთ თუნდაც ნობილი ადამიანების შესახებ...
+ -
0
ჰონკონგში ხარმა ყასაბები აატირა
ჰონკონგის ერთ–ერთ სასაკლაოზე ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. უეცრად ერთმა ხარმა, რომელიც თავის რიგს უცდიდა, დაიჩოქა და ტირილი დაიწყო. ამ სურათს უცქერდა ათამდე ყასაბი. ისინი წლების მანძილზე დაკავებულნი იყვნენ ამ საქმიანობით, მაგრამ მსგავს სურათს პირველად ხედავდნენ და მათაც იმ ხარივით ცრემლით ჰქონდათ თვალები სავსე. ისინი ისე შეძრა ნახულმა, რომ გამოისყიდეს ხარი და გადასცეს ბუდისტურ ტაძარს, სადაც ის მშვიდად გალევს დარჩენილ დღეებს. „ადამიანები ფიქრობენ, რომ პირუტყვმა არ იცის ტირილი, მაგრამ ეს ხარი ტიროდა, ტიროდა, როგორც ბავშვი; თმები ყალყზე მიდგებოდა – ისე ჰგავდა მისი ქცევა ადამიანურს. მე ვუყურებდი ჩემს თანამშრომლებს და ვხედავდი, რომ არცერთს არ შეეძლო ხარზე ხელის აღმართვა“, – თქვა ბილი ფონგმა. „ვერაფრით ვერ შევძელით მისი ფეხზე წამოყენება. მხოლოდ მაშინ წამოდგა, როცა მისი ტაძარში წაყვანა გადავწყვიტეთ და ისიც დავარწმუნეთ; გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, მას ჩვენი ლაპარაკი ესმოდა!“ – ეს ტატ ნინის სიტყვებია. ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ფონგმა საგანგებოდ აღნიშნა: „ამ შემთხვევის შემდეგ სამი მუშა განთავისუფლდა, საკუთარი განცხადების საფუძველზე. მათ თქვეს, რომ ვეღარასოდეს დაკლავენ პირუტყვს, რადგან არ ძალუძთ მეხსიერებიდან ხარის თვალებიდან მომდინარე ცრემლების ამოშლა!“

Опрос

რა კატეგორიის ფოტოები გინდა გამოქვეყნდეს საიტზე?

Другие опросы...